წიგნიერების დღესასწაული ლეღვას N1 საჯარო სკოლაში
10-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საერთაშორისო დღე - 23 აპრილი, რომელსაც წიგნის ჩუქების დღედ მიიჩნევენ. 

28 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელთა თაოსნობით, ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლისთვისაც მოსწავლეებმა ადრიანად დაიწყეს მზადება - წაიკითხეს რჩეული წიგნები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების შესახებ ისაუბრეს, წარმოთქვეს ლექსები და ერთმანეთს სამახსოვროდ აჩუქეს ყვავილები და წიგნები - როგორი ტრადიციაც აქვთ კატალონიაში. 

„წიგნის ჩუქების დღე შთააგონებს ხალხს ერთმანეთთან საინტერესო წიგნების გაზიარებას და გვაჩვენებს, რომ წიგნი დღემდე ითვლება აქტუალურ საჩუქრად და არ კარგავს თავის ძალას და მნიშვნელობას ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაშიც კი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203