გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა შემაჯამებელი პრეზენტაციებით დაასრულეს
10-05-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ხატია კობაიძის ხელმძღვანელობით, ქართველი ერის საგანძური - „ვეფხისტყაოსანი ხალისით შეისწავლეს. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა პოემის სწავლა შემაჯამებელი პრეზენტაციებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა წყვილებში იმუშავეს სტატიებზე, სიღრმისეულად დაამუშავეს, გამოიკვლიეს და შეისწავლეს საკითხები,  შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს შემდეგი თემები:

  • შოთა რუსთაველის პოემის სათაურის სახისმეტყველება;
  • ფერთა სიმბოლიკა „ვეფხისტყაოსანში“;
  • „ვეფხისტყაოსნის“ 5 ქალაქის სემიოტიკა;
  • ძვირფასი ქვებისა და ლითომების სიმბოლიკა „ვეფხისტყაოსანში“;
  • ზღაპრული პერსონაჟები „ვეფხისტყაოსანში“ და მათი მხატვრული ფუნქცია;
  • „დაძმობილების მოტივი „ვეფხისტყაოსანში“;
  • ორი მზე  „ვეფხისტყაოსანში“;
  • „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.
მოსწავლეებმა ცოდნა და ტექნიკური უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203