თბილისის N103 სკოლის STEM კლუბის მოსწავლეები უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს ესტუმრნენ
10-05-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ განათლებას სთავაზობენ, შესაბამისად სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს STEM კლუბი, რომლის წევრები სხვადასხვა საგანნამათლებლო აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერად, სკოლის STEM კლუბის წევრი მოსწავლეები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ. (მასწ.მ.ხარატიძე მ.ზუმბაძე)
მოსწავლეები შეხვდნენ ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს - პროფესორ დავით სონღულაშვილს.
ბავშვებმა ნახეს ექსპერიმენტები, შეარჩიეს პროექტი - „ხაზზე მოსიარულე რობოტი“, რომელსაც პედაგოგებთან ერთად სკოლის STEM კლუბში განახორციელებენ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს