გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
10-05-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. 

მესამე კლასის მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათზე სწორედ გარემოსდაცვაზე ისაუბრეს. აღნიშნეს თავიანთი წვლილი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ასევე თავისი ნააზრევი გადმოსცეს ილუსტრაციებით.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს,რომ გავუფრთხილდეთ და ზომიერად მოვიხმაროთ ბუნებრივი რესურსები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203