ტრადიციადქცეული თვითმმართველობის დღე თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში
08-05-2023

თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა სკოლაში 2 მაისი - ტრადიციადქცეული თვითმმართველობის დღე აღნიშნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს მოსწავლეები განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან ისინი სხვადასხვა როლს ირგებენ.

„ამ დღეს ისინი ხდებიან, ზოგი დირექტორი, ზოგი მასწავლებელი, ზოგი მანდატური და ბუღალტერი. ასრულებენ უფროსების მოვალეობას და დაქრიან დერეფნებში, უხარიათ, ითვისებენ, არიგებენ, ზარს რეკენ - პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორ სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახებსა და დერეფნებში, განსაკუთრებული ჟრიამული და სიხალისე იგრნობოდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203