„რა არის ინკლუზია?“- დოლოგნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
08-05-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში პროექტი - „რა არის ინკლუზია?“ ხორციელდება.

სპეცმასწავლებლების - დარინა მალაყმაძისა და ანჟელა ბერიძის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტში, ყველა მოსწავლეა ჩართული, აქტიურობენ სსსმ მოსწავლეები.

ყოველდღიურად აქტივობები სხვადასხვა კლასში იმართება. ერთ-ერთი აქტივობა - „სიტყვების კორიანტელი“ პირველ კლასში მოეწყო, სადაც ერთი სსსმ მოსწავლე სწავლობს. აქტივობის მიზანი მოსწავლეთა ყურადღების კონცეტრაცია, აღქმის და სისწრაფისა და შემეცნებუთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება იყო.

„მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი აქტივობას, გამოიცნეს სიტყვები, შეეჯიბრნენ ერთმანეთს სიტყვების აწყობაში და წაკითხვაში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სსსმ მოსწავლე. აქტივობის დასრულების შემდგომ, კლასის დამრიგებელმა ხათუნა ჯინჭარაძემ გააკეთა უკუკავშირი, რომ ეს პროექტი ნამდვილად საჭირო  და დროულია, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა ადამიანმა რა არის ინკლუზია? და დაიმსხვრეს  შემორჩენილი სტერეოტიპები ინკლუზიის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203