„პირველი მსოფლიო ომი და საქართველო“- ნარდევანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
08-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში საწავლო წელი საინტერესოდ, მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებლის გაიანე ნაზლუიანის დახმარებით, IX კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „პირველი მსოფლიო ომი და საქართველო“ შეასრულეს. 

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები და აქტივობა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203