ნენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
08-05-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო. 

გამოფენა 8 მაისს გაიმართა და მეექვსეკლასელთა შთამბეჭდავი ნამუშევრები იყო წარდგენილი, რომელიც სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ მნახველები ნამუშევრებით მოხიბლულნი დარჩნენ და პატარა მხატვრებმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203