„აფხაზეთი ტკივილია ჩვენი“- აფხაზეთის N15 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ნამუშევარი 
08-05-2023
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო გამსახურდიას ხელმძღვანელობით, აქტივობა „აფხაზეთი ტკივილია ჩვენი“ გაიმართა. მესამეკლასელები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ საქართველოს ამ კუთხის შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და არაჩვეულებრივი თემატური ნამუშევარი მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203