ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის - ნინი ბაუჟაძის ნამუშევარი წიგნში დაიბეჭდა
08-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა - მეცხრეკლასელი ნინი ბაუჟაძე, რომელიც კონკურსში - „სიყვარულით დანახული სამყარო“ მონაწილეობდა.

მისი ნამუშევარი კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა და წიგნში - „სიყვარულით დანახული სამყარო“ დაიბეჭდა.

კონკურსის ორგანიზატორი იყო საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203