გომის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა
08-05-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ხედვისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ მზაღო გოგატიშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

მათ შემოქმედებითი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებაში ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203