„დედამიწა ჩვენი სახლია“- გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად ახორციელებენ.
ამჯერად, სლოგანით - „დედამიწა ჩვენი სახლია“, I კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თემატური პოსტერი შექმნეს.
გარდა ამისა, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს შემეცნებითი ვიდეორგოლი, ასევე გაეცნენ საინტერესო პრეზენტაციას,
გააფერადეს სხვადასხვა ნახატი და გამოძერწეს დედამიწის მოდელი.
„ჩვენმა მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ დედამიწას/მის ნებისმიერ რესურს მოფრთხილება და მიზნობრივი გამოყენება სჭირდება.
ვისწავლოთ და ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია. გაუფრთხილდი ამ „სახლს“ შენთვის, ჩემთვის, ჩვენი მომავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: