გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა
08-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად კი, მათთან შეხვედრა გაიმართა, სადაც თემები - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგადი მიზნები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მშობლებმა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შეავსეს კითხვარები.
„მათ მოსაზრებებს, კითხვარში დაფიქსირებულ საკითხებს გავითვალისწინებთ 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის მისიის, ხედვის შემუშავებისას“,- ამბობენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს