„შენ გესროლეს და მე მომხვდა გულზე, ტყუპისცალი ძმის ნასროლი ტყვია“- სამტრედიის N4 სკოლაში აფხაზეთს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
08-05-2023
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
„შენ გესროლეს და მე მომხვდა გულზე, ტყუპისცალი ძმის ნასროლი ტყვია“ - ამ ფრაზით დაიწყო გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გალინა დეკანოსიძემ მე-71კლასში, რომლის თემაც აფხაზეთი იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთი, მისი დიდებული წარსულით, ღირშესანიშნაობებითა და თავდადებული გმირებით. მეშვიდეკლასელებმა აზრი დააფიქსირეს და შესაძლებლობები გამოვლინეს.
„მოსწავლეები დიდ გრძნობითა და ემოციებით წარმოთქვამდნენ თითოეულ სტრიქონსა და სტროფს, რომელსაც იმედიანი განწყობით ასრულებდნენ.. მართალია, „დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი,...“ მაგრამ უკან დაბრუნებისას, ყველაზე დაბალი უღელტეხილი იქნება,- მტკიცედ წარმოთქვამდნენ ვაჟები. ისეთი გრძნობით კითხულობდნენ გოგონები მარის გულწრფელ წერილს, რომელიც ჭკვიან უფროსებს მისწერა, თითქოს, ყველას ხმაში მარის ხმა ისმოდა. გაკვეთილი იმედიანი განწყობით დასრულდა. ჩვენ ერთად დავბრუნდებით, აფხაზეთი საქართველოა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს