„რომაული ყოფა-ცხოვრება“ - სამტრედიის N4 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
08-05-2023

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, ისტორიის პედაგოგ ნელი ცეცხლაძისა და მე-71 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილი თემაზე - „რომაული ყოფა-ცხოვრება“. 

მეშვიდეკლასელებმა პრეზენტაციის და ასევე მაკეტების სახით საინტერესოდ წარმოაჩინეს რომაელთა ცხოვრება და რომაული შენობა- ნაგებობანი.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა, პედაგოგის შეთავაზებულ აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203