აფხაზეთის N14 სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის - „შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქართულსა და მათემატიკაში ტესტირება გაიარეს
08-05-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართულსა და მათემატიკაში სადიაგნოსტიკო ტესტირება გაიარეს.

ტესტირება პროექტის - „შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

ტესტირება სკოლის შერჩეულმა პასუხისმგებელმა პირმა მათემატიკისა და ისტ-ს მასწავლებელმა ნანა ქირიამ ჩაატარა. პროცესი ელექტრონულად, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებით მიმდინარეობდა.

ტესტირებებმა წარმატებით ჩაიარა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნანა მასწავლებელს გაწეული მუშაობისთვის.

როგორც სკოლაში ამბობენ, ტესტირება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმასთან მიმართებაში. ამ ტესტირებას მხოლოდ არსებულის მიღწევების შეფასების ფუნქცია აქვს. შეფასება მოსწავლეს დაეხმარება, რომ საკუთარი წარმატება/წარუმატებლობა გაიზიაროს. ასევე ნახოს, თუ რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. სკოლას ხელს უწყობს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს კლასისა და სკოლის დონეზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203