პტენის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული ჩატარდა
08-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, „აირჩიე სიკეთეს“ სერიის წიგნებიდან საინტერესო ტექსტებს - „თევზი ხეზე“ და „საოცრებას“ გაეცნენ.
მათ, კვირეულის ფარგლებში, პოსტერები დაამზადეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.