ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა უილიამ საროიანის მოთხრობის „სამი საბჭო“ საფუძველზე, ხელნაწერი წიგნი მოამზადეს.
აქტივობა სომხური ენის მასწავლებლის - ელმირა ქსპოიანის ინიციატივით გაიმართა. წიგნის პრეზენტაცია 5 მაისს შედგა, მოსწავლეებმა წიგნი სკოლის ბიბლიოთეკას წარუდგინეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა, კლასის მასწავლებლის თანხლებით, არშალუისის სტამბა მოინახულეს, სადაც გაზეთ „არშალუისის“ პირველი გამოცემა იხილეს. გარდა ამისა, ისინი ბავშვთა ბიბლიოთეკას ეწვივნენ და ხელნაწერი წიგნის პრეზენტაცია გამართეს.
იხილეთ ფოტოები: