ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
08-05-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამიტომაც სკოლა სპორტული აქტივობებით გამორჩეულია.

ამჯერად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მესამე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად (ქ.დიაკონიძე, გ.სანებლიძე, ა.ჯანელიძე) და მშობლების ჩართულობით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ მოაწყვეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

სპორტულ აქტივობას პედაგოგები გ. ბზიკაძე, და ბ.ჯანელიძე უძღვებოდნენ. 

„შეჯიბრმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. ბავშვების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისთვის და ჟიურის წევრებისთვის. ბავშვებმა თავი არ დაზოგეს და სპორტული მზაობა გამოავლინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203