ძევრის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლის - ზიზი გიორგაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
08-05-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. მასწავლებლები ცდილობენ, რომ მათ მრავალმხრივი ცოდნა ჰქონდეთ.
ამის გამო კი სასწავლო წელი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. ამჯერად, სკოლაში „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გაიმართა. სასიამოვნო მუსიკის ფონზე პირველკლასელმა - ზიზი გიორგაძემ თავისი შემოქმედება სასკოლო საზოგადოებას გააცნო.
ზიზი გიორგაძის ნამუშევრები მრავალფეროვანია, მათ სხვდასხვა თემატიკა აქვს. ნახატებმა დამთვალიერებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.