ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
08-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე V კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

დავალების თემა, „საქართველოს კუთხეები და მეგრული სამზარეულო“, გახლდათ. 

მოსწავლეებმა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს  და კლასის წინაშე, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს და წარმოადგინეს მეგრული კერძები.

აღსანიშნავია, რომ დავალებას, უფროსი მასწავლებელი გაიანე სანოსიანი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ დადებითი შეფასება დაიმსახურა ჟიურის მხრიდან და მონაწილეებს დამსახურებული დიპლომები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203