გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლა არაერთ საინტერესო და შემეცნებით პროექტში ერთვება. 

ამჯერად სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბურ კონკურსში - „სააღდგომო ტრადიციები“, მიიღეს მონაწილეობა. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი English Book Education-მა Macmillan Education-თან ერთად ინგლისური ენის პედაგოგებს შესთავაზა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა, გაკვეთილზე პოსტერები შექმნეს და სასკოლო საზოგადოებაში პრეზენტაციები წარადგინეს.

კონკურსში მონაწილეობდა 300-მდე სკოლა, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული გალავნის საჯარო სკოლა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ გუბელაძე გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელს და მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203