მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტესტირება გაიარეს
08-05-2023

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში, პროექტის - „შეფასება განვითარებისთვის“, ფარგლებში სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდა. 

ტესტირება მათემატიკაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა გაიარეს. 

ცნობისთვის, პროექტი გულისხმობს საცდელი ტესტირების ჩატარებას მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთათვის, აღსანიშნავია, რომ მისი მიზანია შეფასდეს მოსწავლეთა მიღწევები ქართულსა და მათემატიკაში.

„შეფასება განვითარებაში“ - ეს არის დიაგნოსტიკური შეფასება, რომელიც პედაგოგებს დაეხმარებათ შესაბამისად დაგეგმონ მომავალი სასწავლო წელი.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203