წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლე ლუკა კუხალაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა
08-05-2023
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ლუკა კუხალაშვილი.

ლუკა II კლასის მოსწავლეა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა - „მოაზროვნეს“, გამარჯვებული, პირველი ხარისხის დიპლომისა და საგაზაფხულო სკოლის საგზურის მფლობელი გახდა. 

აღსანიშნვია, რომ ლუკას მასწავლებელი ნიურა შეყილაძე გახლდათ. 

სკოლაში, მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203