ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
08-05-2023

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მე-5, მე-6 კლასების დამრიგებელმა ნონა მაჭარაშვილმა, ბულინგის უარყოფით შედეგებზე და  ბულინგში მონაწილე მხარეებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.

პედაგოგმა, მოსწავლეებს ასევე სიტუაციები შესთავაზა, რომელთა განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თემებზე: რატომ ჩაგრავენ ადამიანები ერთმანეთს?; როგორ უნდა მოვიმოქმედოთ თუ ბულინგის მსხვერპლი, ბულინგის შემსწრე პირი ან თავად ბულერი ვართ?.

მოსწავლეებმა ასევე განიხილეს ბულინგის სახეები, მოიყვანეს ბულინგის მაგალითები და დასახეს პრობლემების მოგვარების გზები და გაიაზრეს, რომ არ უნდა დამალონ, როდესაც ჩაგრავენ ან შეესწრებიან ჩაგვრის ფაქტებს, მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი შემთხვევები აუცილებლად უნდა აცნობონ პედაგოგებს. 

პატარებმა, ასევე ფილმი - „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“, ნახეს .

დასასრულს კი, ბავშვებმა გულითადი რჩევები გასცეს და ორიგინალური პლაკატი მოამზადეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე ბულინგში მონაწილე მხარეებისთვის რჩევების შემცველი პოსტერი მოამზადა მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი ქაროსანიძემ, რომელიც სასკოლო სივრცეში განათავსა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203