„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - ვალის N4 საჯარო სკოლაში კვირეული გაიმართა
08-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში მოეწყო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ჩატარების მიზანი იყო ის, რომ წლების გასვლასთან ერთად მომავალმა თაობამ იცოდეს აფხაზეთის შესახებ.

სკოლაში აღნიშნეს, რომ აფხაზეთის ისტორია, კულტურა, ტრადიცია, ღირსშესანიშნაობები მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისთვის. 

სასკოლო კვირეულში მონაწილე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და პროექტების სახით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა სხვადასხვა მიმართულებით, ბავშვებმა შექმნეს: პოსტერი, ბუკლეტი, ვიდეორგოლი, ნახატები და პლაკატები.

საუკეთესოდ დასახელდა ორენოვანი გზამკვლევი, რომელიც VII კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ქართულ და სომხურ ენაზე, რათა საქართველოში მცხოვრებ არაქართველ ახალგაზრდებსაც შეეძლოთ აფხაზეთის გაცნობა.

„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, მუდამ გვახსოვს და ველით იმ დღეს, როდესაც კვლავ დავბრუნდებით!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203