ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, თამაში შექმნეს
08-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

მოსწავლეებმა, დავალება კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე, პედაგოგ ზურა ხაკიანის ხელმძღვანელობით შეასრულეს.  

ბავშვებმა, ვიზუალური პროგრამირების პლატფორმა scratch-ში, თამაში -„ისრიალე კატერით“ შექმნეს.

დავალებაზე წარმატებით მუშაობისთვის, ბავშვები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203