ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია-მონასტერში იმყოფებოდნენ
08-05-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია-მონასტრის კომპლექტის დათვალიერება დაიგეგმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ თავიანთი სოფლის ღირსშესანიშნაობებს და დამსწრე საზოგადოებისათვის გიდობა გაეწიათ.

„პროექტის ფარგლებში, მათემატიკის, გეოგრაფიისა და გერმანული ენის საგნებთან ინტეგირება მოხდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა.

დღის ბოლოს მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით ეკლესია-მონასტრის ეზო დაასუფთავეს.

„მოსწავლეებს განუვითარდათ 21-ე საუკუნის უნარები, აიმაღლეს ცნობიერება და გააკეთეს კეთილი საქმე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტს ხელმძღვანელობდა: მათემატიკის მასწავლებელი - ხათუნა ფირხცალავა. ასევე პროექტში ჩართულნი იყვნენ: გეოგრაფიის მასწავლებელი - ლელა სიჭინავა, გერმანული ენის მასწავლებელი - ნანა ცხვიტავა და სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203