ბუთურაულის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა
08-05-2023

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.

სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - როინ დიასამიძის ხელმძღვანელობითა და VII კლასის მოსწავლეების ინიციატივით, სკოლაში თემატური პრეზენტაცია გამართეს.

მათ ბულინგის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს.

„მოსწავლეებმა ასევე პოსტერები, კედლის გაზეთი შექმნეს და მოუწოდეს თანატოლებს - „არა ბულინგს!“, - ამბობენ სკოლაში.

​მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისა და მის გამრავალფეროვნებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ინფრომაციას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203