აბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნეს
08-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღე აღნიშნეს.

მეექვსეკლასელებმა გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელ კარინე ვოსკანიანის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზო დაასუფთავეს და ნარგავები დარგეს.

აქტივობაში ისინი დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203