ახალშენის N2 საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი შეხვედრა მიეძღვნა
08-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ. 

მოსწავლეებს, მასწავლებლებმა - სოფიკო კონცელიძემ და ნატალი ბერიძემ, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან 
დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მოუწყვეს.

პედაგოგებმა, მოსწავლეებს ანიმაციური ფილმები უჩვენეს, მათ აუხსნეს, თუ რა არის ბულინგი? და როგორია ბულინგის ფაქტები სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ დისკუსიაში, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

ბავშვებმა, ამ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, ასევე პრობლემის გადასაჭრელად თავიანთი როლი განსაზღვრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203