ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს
01-05-2018
ზედა განთიადის საჯარო სკოლის II-VII კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში - ,,ბორჯღალო“ ექსკურსია მოაწყვეს. მოზარდებმა მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერეს და აჭარის ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს გაეცნენ.
სკოლის აღსაზრდელებს გიდობა მუზეუმის დამფუძნებელმა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრმა, ღირსების ორდენოსანმა ქემალ თურმანიძემ გაუწია.
ქემალ თურმანიძემ ზედა განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგს ვლადიმერ ბოლქვაძეს მუზეუმისათვის საჭირო მასალების დამზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს