„გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა“ - მრავალფეროვანი ღონისძიება მინაძის საჯარო სკოლაში
08-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის აღსანიშნავია, ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მასწავლებლების - დონარი ზედგინიძისა და ფიქრია კურტანიძის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული ჩანახატებითა და სიუჟეტური ნახატები მრავალფეროვანი  გამოფენა მოაწყეს.

ბავშვებმა, სკოლაში მხატვრული კალიგრაფიით შესრულებული გამოჩენილ ადამიანთა ნააზრევი და ი. გოგებაშვილის ცხოვრებისა და ეროვნულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობის საინფორმაციო მასალა წარადგინეს

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა როლური თამაშით ქართული ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“, წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203