მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი ჯავშანიანის საჯარო სკოლაში
08-05-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში საწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა განწყობასა და მოტიაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლას სოციალური მუშაკი სტუმრობდა, რომელმაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებთნ, კერძოდ, გოგონებთან  ნაადრევ ქორწინებაზე ისაუბრა. მოსწავლეები შეხვედრის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ, საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გარდა ამისა, სკოლაში ბოლნისის თოჯინების თეატრის დასს უმასპინძლეს, გაიმართა წარმოდგენა - კონკია. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203