განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო ინფორმაციული შეხვედრა მოეწყო
08-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სკოლას ხელვაჩაურის ქალთა ოთახისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრები ესტუმრნენ.

ისინი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს იკვლევენ გენდერულ ჭრილში.

სწორედ ამიტომ, მათ ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრა სოფლებში - ახალშენსა და განთიადში ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვლევის მიზანი კონკრეტულ სოფლებში საჭიროებების გამოკვეთაა.

შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203