განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
08-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ისინი ასევე მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, საინტერესო გასვლით გაკვეთილებს აწყობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს ეწვივნენ და საგანმანათლებლო პროგრამაში - „ვიმოგზაუროთ მუზეუმის ლაბირინთებში“ მონაწილეობდნენ.

„პატარებს კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ, ბევრი სიახლე გაიგეს, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროგრამაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი მუზეუმის თანამშრომლის კითხვებს მონდომებით პასუხობდნენ, იცავდნენ ქცევის წესებს და მასწავლებლის - ქეთი ზოიძის წინასწარ მომზადებულ ინფორმაციებს კარგად გადმოსცემდნენ.

„მუზეუმმა ისინი ქების სიგელით დააჯილდოვა და სხვა პროგრამებზეც სიხარულით მიიპატიჟა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები და გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203