დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში თანამედროვე ქართველ პოეტთან შეხვედრა მოეწყო
08-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში წამყვანი მასწავლებლის - ნონა თოდუას ინიციატივით, თანამედროვე ქართველ პოეტ ილია ერქვანიასთან შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებმა სტუმარს შეკითხვებით მიმართეს და მისი ლექსები წაიკითხეს. მეშვიდე კლასის წარჩინებულმა მოსწავლე მარიამ მალანიამ კი მას საკუთარი ლექსიც წაუკითხა.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„ილია ერქვანია არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, 15 წიგნის ავტორი. პოეტის შემოქმედებაში თვალშისაცემია აზრისმიერებისა და ესთეტიზმის შერწყმა, შინაარსისა და ფორმის სრულყოფილი სინთეზი. პოეტურ ნაწარმოებებში უხვადაა მოცემული ახალი მეტაფორები, ეპითეტები, შედარებები და სხვა მხატვრული ხერხები. ორიგინალური და დახვეწილი რითმები კი პოეტის ნაწარმოებებს მაღალევფონიურობას ანიჭებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203