ხევაშენის საჯარო სკოლას საპატიო სტუმრებს უმასპინძლა
01-05-2018
ხევაშენის საჯარო სკოლას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე და პრორექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე ეწვივნენ.
მაკა ბერიძემ პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ გააკეთა, ხოლო მერაბ ბერიძემ საჯარო ლექცია ხევაშენისა და მიმდებარე სოფლების ტოპონიმიკაზე წაიკითხა.
მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე ქართული ენის კაბინეტის გამგე ნათელა ბერიძე მიესალმა.
ბოლოს, ტრადიციულად, სტუმრებმა ხევაშენის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს