ხონის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
08-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში რეგულარული შიდასასკოლო ჩემპიონატი - „ტვინების ბრძოლა“ შემდეგ სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა:

I კატეგორია - III, IV, V კლასები;
II კატეგორია - VI, VII, VIII კლასები;
III კატეგორია - IX, X, XI კლასები.

ჩემპიონატში სამივე კატეგორიის 26 გუნდი მონაწილეობდა. როგორც სკოლაში ამბობენ, ინტელექტუალური შეჯიბრი სავსე იყო ემოციებით, ისინი ყველა მონაწილეს მადლობას უხდიან.

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:

I კატეგორია - გაიმარჯვა მე5 კლასის გუნდმა „ხონის სტუდიო“, 42 ქულით - კლასის დამრიგებელი ია კონწურაშვილი;
II კატეგორია - გაიმარჯვა მე-7 კლასის გუნდმა „არწივები“, 54 ქულით - კლასის დამრიგებელი დალი მარდალეიშვილი;
III კატეგორია - გაიმარჯვა მე-11 კლასის გუნდმა „გ. ი. ა. 81“, 60 ქულით - კლასის დამრიგებელი მადონა გოფოძე-კუპრაშვილი.
 
სკოლაში თამაშის ჩატარებას ორგანიზება გაუწია ბიბლიოთეკარმა მარიამ სებუამ, წამყვანი გახლდათ - თამარ მეშველიანი, ასისტენტები კი ლელა გორდაძე და თეონა ჯუხაძე იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203