ეშტიის N2 სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“
08-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ინგლისურის ენის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები მოეწყო.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლები მოირგეს, ტექსტები ისწავლეს, ინგლისურად წაიკითხეს, იმღერეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი, ბავშვებში აღნიშნული ზღაპრის გმირების როლი გათავისება და უცხოური ენის უკეთ შესწავლა იყო.

აქტივობებსა და სხვადასხვა სახალისო თამაშში მოსწავლეები დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები, აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203