ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო მწერლებს შეხვდნენ
08-05-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, ბავშვები ყველასათვის საყვარელ საბავშვო მწერლებს - ლელა ცუცქირიძესა და ირმა მალაციძეს შეხვდნენ. შეხვედრა ხაშურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო.

მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში სპექტაკლი გაითამაშეს, სადაც გააცოცხლეს „სატკბილეთის ქვეყნის“ „ატუსა და მატუსას“, „ფრის“, „მხიარული ოჯახის“ - მცირე ფრაგმენტები.

ღონისძიების ორგანიზატორები: მუსიკის მასწავლებელი - ნონა ტეფნაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ლია მეტივიშვილი იყვნენ.

„მადლობა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, საუკეთესო პიროვნებასა და გულთბილ მასპინძელს - ქალბატონ კლარა გელაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და შეხვედრები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203