„მშვენიერია, როდესაც ხელოვანებს შეუძლიათ ნიჭი საჯარო სივრცეების გასალამაზებლად გამოიყენონ“- კოჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ სკოლის კედელი მოხატა
08-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. ისინი შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით გამოირჩევიან.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა ნიჭიერი მხატვარი - ველი მიქაელიანი. მან თავისი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინა და სკოლის კედელი ლამაზად მოხატა.

„ყოველთვის მშვენიერია, როდესაც ხელოვანებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი საჯარო სივრცეების გასალამაზებლად -  ჩვენი ველი მიქაელიანი უნიჭიერესი მხატვარია, მან დიდი სამუშაო შეასრულა, ამიერიდან ველიხანის წყალობით, ჩვენი სკოლა უფრო ლამაზად გამოიყურება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება სკოლის დირექტორს - არტურ ბალასანიანს დახმარებისა და გვერდით დგომისთვის მადლობას მოახსენებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ხედვისა და უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203