ჭალადიდის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ეკოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ ტრენინგში მონაწილეობდნენ
08-05-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ფოთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ტრენინგი ჩატარდა, თემებზე: კოლხეთის დაბლობი, ფლორა და ფაუნა, რა საფრთხეების წინაშე დგას ბუნება? რა ღონისძიებები ხორციელდება ამ მხრივ ქვეყანაში და ახალგაზრდობის როლი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

შეხვედრა, პროექტის - „გადავარჩინოთ დედამიწა“, ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრის მონაწილეებმა, მოსწავლეების როლზე ისაუბრეს და მოსახლეობის ინფორმირებულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა განსაზღვრეს. 

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის კურატორი შორენა მურუსიძე გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალინ სასარგებლო და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203