„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - დაბლაციხის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო კვირეულს შეუერთდა 
08-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში კვირეული  - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, 5 მაისს კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს აფხაზეთთან დაკავშირებით, უახლესი ისტორიიდან საკმაოდ მძიმე მომენტები გაიხსენეს, ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები მოიძიეს და თანატოლებს გაუზიარეს. 

დღის ბოლო კი, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტებით“, დასრულდა, რომელსაც სპორტის მასწავლებელი თემურ ბერაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო სანახაობა შესთავაზეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203