ჯიხანჯურის საჯარო სკოლამ, ახალი იდეების დანერგვისა და სასკოლო სივრცეში განხორციელების მიზნით, საინტერესო სტუმარს უმასპინძლა
08-05-2023

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლამ, ახალი იდეების დანერგვისა და მათი სასკოლო სივრცეში განხორციელების მიზნით, საქმიანი შეხვედრით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დამფუძნებელს - რომან კომლაძეს უმასპინძლა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროექტის - „ასწავლე ახალგაზრდამ მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 

დაწყებით საფეხურზე დაიგეგმა და ჩატარდა საინტერესო კლასსაათები. გამოიკვეთა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა არაფორმალურ განათლებაში. კვირის ბოლოს საქმიანობა შეჯამდა და აღნიშნულ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, პოზიტიური უკუკავშირი გამოიკვეთა.

„მადლობა ყველა მასწავლებელს სტუმრის ხელშეწყობისა და მხარში დგომისათვის. მადლობა: ნათელა გორგილაძეს, თამუნა ბერიძეს,მეგი რომანაძეს, თამარ ვერულიძეს, მანანა შაინიძეს, გულნარა სურმანიძეს და თამილა შავიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203