მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო საპრეზენტაციო ნაშრომი მოამზადეს
08-05-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების დედამიწის დღეა.
ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საპრეზენტაციო ნაშრომი მოამზადეს. აქტიობის მიზანი იყო:
1. მოსწავლეებს გაეგოთ დედამიწის დღის არსისა და მისი მნიშვნელობის შესახებ;
2. მოეძიებინათ ინფორმაცია იმ საშიშროების შესახებ, რომელიც ჩვენს პლანეტას ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის;
3. მოსწავლეებს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეექმნათ მატერიალური რესურსი და ეს საკითხი გაეცნოთ სკოლის საზოგადოებისათვის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის იყო და სასკოლო საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.