ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი ღონისძიება მიეძღვნა
05-05-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში, ქართულ-ინგლუსური ღონისძიება - „დედამიწა ჩვენი სახლია / Save the Earth“, ჩატარდა. 

ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა და მოსწავლეებში გარემოსადაცვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

ბავშვებმა, გაიგეს როდის და რატომ დაარსდა ეს დღე, ისაუბრეს ეკოლოგიურ საკითხებზე და იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა გარემოზე ზრუნვა და დაცვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ ყველამ ერთად მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს დასუფთავებაში.

ღონისძიება პედაგოგების: ნატალია სამხარაძისა და მაია ჭეხაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203