ქსოვრისის საჯარო სკოლის III კლასში გიორგობის დღესასწაულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა მიეძღვნა
05-05-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს ინფორმაციას მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ ყოველთვის აწვდიან. ამჯერად კი, III კლასში პედაგოგის (ნ.ბერიძე) ხელმძღვანელობით, გიორგობის დღესასწაულზე ისაუბრეს. მათ თემატური აქტივობები ჩაატარეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ბოლოს კი, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მასწავლებელი და მოსწავლეები გიორგობას სრულიად საქართველოს ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203