კიზილქილისის საჯარო სკოლაში ფეხბურთის შეჯიბრი გაიმართა
05-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა თუ პროექტი ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში სპორტული შეჯიბრი ფეხბურთში ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ღირსეულად იასპარეზეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, მის ყველა წევრს სიგელი გადაეცა. შეჯიბრის ორგანიზატორები კოორდიანტორი - თამარა ვოსკანიანი და სპორტის მასწავლებელი - მერაბ ხუციშვილი იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203