ჩქუმის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენი მწვანე ეზო“ მიმდინარეობს
05-05-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ჩვენი მწვანე ეზო“ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში და გეგმის გათვალისწინებით, სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებელ ნატო ომანაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის ფერადი ვარდები, დეკორატიული მცენარეები დაირგო და დამუშავდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი არის გრძელვადიანი და შიდა ინტერიერის გამწვანება-გალამაზებას მოიცავს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203